ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა

ნახვები: 588 ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა

ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა, ეს უნდა გვესმოდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ყველა მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი პერფორმანსით არ წავა, მაშინ დადგება შედეგი.

„როდის დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის? როცა ფიზიკურად ვიქნებით მზად. თუ ძალით ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი გამოვა და ეგ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ყველა რომ მიხვდება, რომ ბიძინა რაღაც პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. მე მზად ვარ, რამე დავუშავო იმ მწამებელ ხარებას და წავალ ამის გამო ციხეში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა