Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told

სალომე სამადაშვილი - მარკო რუბიომ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი

22.05.2025 ნახვები: 549

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი - რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება, -ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს იმიტომ, რომ „ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს”.

„ჩვენ ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ს მხარდაჭერა, ამ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ჩვენ ამ მხარდაჭერას, სწორედ იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს.

რუსეთი ამ ქვეყანაში დიდი ხანია ცდილობს, სწორედ მსგავსი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის მართვის სადავეებში და დღეს, როდესაც რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, რა თქმა უნდა, ისინი სიხარულით ადასტურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკულ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„გუშინ, ჩვენ ძალიან სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ გერმანიის ელჩზე თავდასხმის ფაქტზე, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების თვითგამოცხადებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელმაც ფაქტობრივად, ინსინუაცია გააკეთა, რომ ელჩების დამსახურებაა და მათი პოლიტიკის შედეგია, რომ მსგავსი თავდასხმა განხორციელდა, რაც არის პირდაპირ მოწოდება, წახალისება ძალადობის და ჩვენ ამის ლოგიკური გაგრძელებაც ვნახეთ, როდესაც იგივე მოძალადემ ახლა უკვე მუქარის ენით საუბარი დაიწყო გერმანიის ფედერაციის ელჩზე. ეს არის შედეგი „ქართული ოცნების” არამხოლოდ უმოქმედობის, (რასაც ნიშნავს ის, რომ გამოძიება არ დაწყებულა), არამედ ისეთი ძალადობის წამახალისებელი განცხადებების, როგორიც გუშინ ბოჭორიშვილმა გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე გერმანიის ფედერაციის ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა