კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ქმედება უკრაინაში დანაშაულად კვალიფიცირდება - ბორის ჯონსონი

ნახვები: 512 რუსეთის ქმედება უკრაინაში დანაშაულად კვალიფიცირდება - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები უკრაინაში ომის დანაშაულად ითვლება.

"ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან, იმ საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც ისინი იყენებენ უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე... ჩემი აზრით, [ეს] უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული", - განაცხადა ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში.

ჯონსონის თქმით, პუტინმა "არასწორად გათვალა" როგორი იქნებოდა უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი.

"სუვერენულ ერზე მისი ამაზრზენი თავდასხმისას, მან შესაბამისად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა მისი ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ პუტინი უკან არ დაიხევს, არც ჩვენ უნდა დავიხიოთ. უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა ფინანსებით, იარაღით და ჰუმანიტარული დახმარებით. პუტინმა ვერ უნდა მიაღწიოს თავის გეგმას. ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში", - განაცხადა ჯონსონმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა