დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

რა ხდება უკრაინაში?! - კიევიდან ახალი ცნობები

03.03.2022 ნახვები: 569

უკვე 8 დღეა, უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთი ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრა.

ოფიციალური კიევის განცხადებით, 3 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით:

საოკუპაციო ძალებმა წინსვლა ვერ შეძლეს ვერც ერთ ტერიტორიაზე, რომელსაც თავს ესხმიან, ამიტომ, შეცვალეს ტაქტიკა და დიდი ქალაქების საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ ღამის საათებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საზღვრების მტკიცედ დაცვას, კონტრშეტევებს და საპასუხო თავდასხმებს, ბლოკავენ ოკუპანტების ძალებს სხვადასხვა მიმართულებით.

ვოლინის მხარეს, სახელმწიფო საზღვართან გრძელდება მტრის მობილიზება.

38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა. მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო"დაუყოვნებლივ გააგრძელებს" უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას.

პოლისიას რეგიონში მტერი ცდილობს, შეტევა მიიტანოს კოზაროვიჩის, ვიშჰოროდის, ფასტივის და ობუხივის დასახლებების მიდამოებში. ასევე, რუსების საველე საველე ლოგისტიკური ბანაკების შემდგომი განლაგება შეინიშნება ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონშჩინას რაიონებში.

ჩრდილოეთის მხარეს რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა - ქალაქებში ჩერნიგოვი, ნიჟნი და სუმი, ლებედინ და ოხტირკა რუსები ცდილობენ, თავიდან აირიდონ უკრაინულ არმიასთან დაპირისპირება, ასევე, ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბნებამდე.

მტრის შენაერთები და ქვედანაყოფები კონცენტრირებულები იყვნენ ბარიშევკას, ნოვა ბასანის და ლიუბეჩის დასახლებების მიმდებარედ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 არმიის შენაერთმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები, გადაჯგუფდა და ცდილობს შეტევას ბროვარისა და კიევის მიმართულებით.

სლობოჟანსკის მხარეს მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაქლიას რაიონებში, ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვას მიმართულებით და აქვს დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსების კატასტროფული საჭიროება.

დონეცკის მიმართულებით 1-ლი და მე-2 არმიის კორპუსის ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვი აიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონებში. მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას.

ტავრიას მხარეს მტერი შეტევებს არ წყვეტს.

შავი ზღვის საოპერაციო ზონაში საზღვაო ფლოტი არ წყვეტს სამოქალაქო გემების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების გატაცებას.

რუსეთმა ოფიციალურად პირველად აღიარა თავისი ჯარისკაცების მასობრივად სიკვდილი და დაჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილია 498 სამხედრო, დაჭრილია 1597.

მტრის ძალების ნაწილი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ენერჰოდარის, ვასილივკას, ტოკმაკის, ნოვოპეტრივკას რაიონებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე გენერალური არმიის 205-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ოპერატიული რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ, ის აგრძელებს შეტევას ზაპოროჟიასა და მარიუპოლის გარეუბნებამდე მისვლის მიზნით.

რუსულმა ჯარმა ჩამოაგდო და გაანადგურა მცირე სადესანტო ჯგუფი.

შავ ზღვაში ოდესის მიმართულებით მოძრაობს 4 რუსული სამხედრო გემი, 3 მათგანი აღჭურვილია რაკეტით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა