ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ლევან ხაბეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირებაზე - მდინარაძესთან იყო შეთანხმებული, ის გახდა „რკინის ხელი“ - ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ბოლო ჟამი დგას

09.09.2025 ნახვები: 470

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება „ ბიძინა ივანიშვილის ისტერიკა იყო“.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი მშვიდობიანი პროტესტით გასცეს.

„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. მდინარაძე გახდა ახლა „რკინის ხელი“, ეს აბსოლუტური „ფაფაცუა“. დავალება მისცა - ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ. ცხადია, შეთანხმებულ იყო, შეთანხმების გარეშე იქ „მილიციელები“ რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. ცხადია, პასუხი მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4 ოქტომბერს საერთოდ, თქვენ აღარ იქნებით",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა