ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

პოლონეთის პრეზიდენტი - ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია

ნახვები: 402 პოლონეთის პრეზიდენტი - ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკი განაცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით ის მუდმივ კონტაქტზეა თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მე მუდმივ კონტაქტზე ვიყავი ეროვნული თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი რანგის მეთაურებთან.  მონაწილეობას ვიღებდი შეიარაღებული ძალების ოპერაციულ სარდლობაში გამართულ ბრიფინგებში. მალე ბრიფინგს ჩავატარებ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში, სადაც მთავრობის მეთაურიც იქნება წარმოდგენილი. ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა