War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

საფრანგეთის ახალი პრემიერმინისტრი სებასტიან ლეკორნუ გახდა

10.09.2025 ნახვები: 396

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიენ ლეკორნუ პრემიერმინისტრად დანიშნა.

მაკრონის ახლო მოკავშირე ლეკორნუს გამოცდილი დიპლომატიური პოლიტიკოსის სახელი აქვს. 39 წლის პრემიერი აქამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერმინისტრის თანამდებობა ფრანსუა ბაირუმ 8 სექტემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. 

ბაირუს მთავრობას კრიტიკოსები სახელმწიფო ფინანსური სისტემის ჩამოშლაში ადანაშაულებენ. ბაირუ პარლამენტის გზით ცდილობდა გაეტარებინა ბიუჯეტის ცვლილებები, რომლის შედეგადაც მშპ-ს დეფიციტი 5.8%-დან 4.6%-მდე დაიწევდა. პრემიერმინისტრმა ვერც მემარცხენე და ვერც მემარჯვენე ძალების საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მაკრონმა ახალ პრემიერს, ლეკორნუს პარლამენტის პოლიტიკურ ძალებთან ერთად კონსულტაციების ჩატარება და ბიუჯეტის მიღება დაავალა. 

ლეკორნუ თავდაცვის მინისტრის პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა და ცნობილი იყო, როგორც უკრაინის სამხედრო დახმარების აქტიური მხარდამჭერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა