ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

ალეკო ელისაშვილი - ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო

ნახვები: 424 ალეკო ელისაშვილი - ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ვაკეში სპორტის აკადემია აღარ აშენდება. როგორც ელისაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განმარტა, არსებული პროექტის ნაცვლად, რომელიც ფიზკულტურის ინსტიტუტის

აღდგენას გულისხმობდა, 230-მეტრიანი და 70-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მერის თანამდებობას არა კახა კალაძე, არამედ „ძლიერი საქართველოს“ კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს, ცათამბჯენის მშენებლობის პროექტი არ განხორციელდება.

„სპორტის აკადემია ვაკეში არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველზე კორუმპირებული მერის, კახი კალაძის გამო. აქ იყო დაგეგმილი მშენებლობა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშიკო ნამორაძე, აპირებდა აეშენებინა180-მეტრიანი ცათამბჯენი, თუმცა მისი ქვედა ნაწილი იქნებოდა სპორტის აკადემია, იმიტომ, რომ დაინგრა აქ და აქვე უნდა აღდგენილიყო და ზედა ნაწილი იქნებოდა მხოლოდ ბიზნესცენტრი და ა.შ. მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო ისედაც ამ გადატვირთულ ვაკეში, საცობებით გატანჯულში, მაგრამ ერთი შვება ის იყო, რომ სპორტის აკადემიაც უნდა აღდგენილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კალაძემ, რომელსაც ორად ორი დარდი აქვს ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მოიპაროს და იმ მოპარული ფულით წავიდეს კოსმეტიკის სახელოსნოში და ბოტოქსები გაიკეთოს, ტუჩები დაიბეროს და ბოლო დროს ახალი ვნება აქვს, რომ გოგოებსა და ქალებს მიუქსიოს ვიღაც ფარჩაკი არაკაცები, ტიტუშკების მერი რომ გახდა სინამდვილეში - მოკლედ, მაგ კაცმა, როგორც ჩანს, აიღო კიდევ უფრო მეტი ქრთამი ამ ნოშიკო ნამორაძისგან და აქ სპორტის აკადემია, ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტი აღარ აშენდება და აშენდება კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი. თუ უნდა აშენებულიყო 180-მეტრიანი და 50-სართულიანი, ახლა აშენდება 230- მეტრიანი და 70-სართულიანი. ჩაიჯიბა, როგორც ჩანს, ფული. უფრო სწორად, ასეთი პროექტი შეითანხმეს სულ ცოტა ხნის წინ. ასეთი მერი ჰყავს ქალაქს, ასეთ რამეს უმზადებს ამ სივრცეს. ვულოცავ ვაკელებს, რომ თუ რამე აკლდა, ეს ცათამბჯენი იყო, ახალი მანქანები და ახალი საცობი. რა თქმა უნდა, ამას შავი იუმორით ვამბობ. ყველა ვაკელმა მაინც იცის, ამ ადგილას რა ჯოჯოხეთი ხდება ხოლმე პიკის საათებში. ასეთი პროექტი შეითანხმა კალაძემ, თუმცა პროექტის შეთანხმება არ ნიშნავს აშენებას - 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოვაგდებთ კალაძეს, ბოტოქსებიან აფერისტს, თავისი კაბინეტიდან და იმ კაბინეტში შევა ირაკლი კუპრაძე, ეს პროექტი არ აშენდება და აქ დაბრუნდება სპორტის აკადემია. ამის პირობას ვიძლევით ყველა თბილისელის წინაშე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა