ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპი - ცხოველი, რომელმაც ასე ძალადობრივად მოკლა ახალგზარდა უკრაინელი ქალი, სწრაფად უნდა გაასამართლონ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

10.09.2025 ნახვები: 499

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ უკრაინელი ლტოლვილი გოგოს მკვლელობაში ბრალდებლი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი გამოხატავს შეშფოთებას მომხდარის გამო და აღნიშნავს, რომ, სიკვდილით დასჯის გარდა, ბრალდებულისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

„ცხოველი, რომელმაც ასე ძალადობრივად მოკლა ახალგზარდა, ლამაზი უკრაინელი ქალი, რომელიც ამერიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ძიების მიზნით ჩამოვიდა, სწრაფად უნდა გაასამართლონ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. სხვა ვარიანტი არ არსებობს”, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, უკრაინელი ლტოლვილი, 23 წლის ირინა ზალუცკა ჩრდილოეთ კაროლინაში აგვისტოში მოკლეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აყენებს ბრალდებული დეკარლოს ბრაუნი ახალგაზრდას ცივი იარაღით ჭრილობას ყელის არეში. თავდამსხმელი დაკავებულია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა