ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ნიკა მელია - ხელისუფლება ახალ არჩევნებს თუ არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში

ნახვები: 582 ნიკა მელია - ხელისუფლება ახალ არჩევნებს თუ არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა თავისუფალ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნებია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„ხელისუფლებამ იცის ჩვენი წინადადებები, დუმს ხელისუფლება, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახლა უნდა დაძლევა. როგორ დაიძლევა? მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით, სადაც თავისუფალ გარემოში გამოხატავენ მოქალაქეები თავიანთ ნებას. „ოცნებას", როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ხალხის ნება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

პლებისციტთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ კი მელია აცხადებს, რომ არ იცის, რა გაჟღერდა, მისი პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული არც ერთი ადამიანი პარლამენტში არ შევა.

„არ ვიცი, რა გაჟღერდა, ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის პოლიტიკური საბჭოს მიერ დაკანონებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შედის პარლამენტში", - განაცხადა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა