Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists
Some issues still need to be worked through - Zelensky on peace settlement
US Senate condemns Russia's killing of Ukrainian civilians on Christmas
Palisa briefs Zelensky on ways to strengthen army, frontline positions
პრემიერი - გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეიძლება, ბევრი რამ ახალ წლამდე გადაწყდეს

კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს

10.09.2025 ნახვები: 309

კოალიციამ "ძლიერი საქართველო - ლელო" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს
თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას არცევნების გზით ბრძოლის მნიშვმნელობაზე და ამომრცევლების მოლოდინებზე ისაუბრა

„მე მინდა მოგიყვეთ იმ კამპანიის პროცესზე, რაც ეხლა უახლოესი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ჩევნს გარშემო. ყოველდღე დავდივართ თბილისის სხვადასხვა უბანში. ეს არის, თბილისის ერთი წერტილიდან, ყველაზე შორეული წერტილიდან,  მეორე წერტილამდე. ისეთი უბნები და ქუჩები, სადაც პოლიტიკოსები მგონი არასდროს 30 წლის განმავლობასი არ ყოფილან.  მათ შორის ცენტრალური უბნები, ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და ვერა... ყოველდღე გვხვდებიან ადამიანები, რომელბიც ელოდებიან პოლიტიკოსებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, მათ ძირითად პრობლემებზე, მათ ჯანდაცვაზე, მათი შვილების განათლებაზე, მათი შვილების უსაფრთხოებაზე. ყველაფერზე რაც მათ აწუხებთ. ასეთ პოლიტიკოსებს ელოდებიან და მათი დანახვა უხარიათ. გვიცნობენ, არგვიცნობენ, მოვწონვართ არ მოვწონვართ მაინც უხარიათ ჩევნი დანახვა. გვესაუბრებიან და გვთხოვენ ერთადერთ რამეს, იბრძოლეთ ბოლომდე! იბრძოლეთ ჩვენი თავისთვის! იბრძოლეთ მოქალაქეებისთვის! იბრძოლეთ დედაქალაქისთვის, იმ ქალაქისთვის, რომელმაც  ყოველთვის მოიტანა ამ ქვეყანაში ცვლილებები, ყოველთვის ცვლილება იწყებოდა დედა ქალაქიდან, თბილისიდან! 
დღეს ჩვენ ვართ ამ დიდი გამოწვევის წინაშე, მაშინ როცა ვებრძვით ქუჩაში ძალადობას, ვებრძვით ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების თავისუფლებას. ამ დროს ხელისუფლება აღარიბებს საკუთარ მოსახლეობას მიზანმიმართულად. მას სჭირდება მოქალაქეების სიღარიბე. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეების სიღარიბე იმისთვის, რომ შემდეგ ეს ბერკეტი გამოიყენოს ისევ ჩვენს წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ვიდექით და ვართ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე - მაშინ, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით და საზოგადოების აზრი ორად იყო თითქოს გაყოფილი, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თუ არ მივიღოთ. გადაწყვეტილება იყო მარტივი, როცა დასვამდი შეკითხვას და იტყოდი - რა შედეგი მოყვება ამ ორ გზას?! ბოიკოტის პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ 100%-ით ძალაუფლებას ხელში იღებს ანტიქართული ოცნება, ასივე პროცენტს, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ყველა მერი, ყველა საკრებულოს წევრი, ყველა საკრებულოს თავმჯდომარე, მთელი საქართველოს მუნიციპალური ბიუჯეტები იქნებოდა ივანიშვილის ხელში, რომელსაც გამოიყენებდა ისევ თქვენს, თბილისელების და ჩვენს წინააღმდეგ… და მეორე გზა იყო ის, რომ შევსულიყავით უკომპრომისო ბრძოლაში, სადაც არ დავთმობთ არცერთ მისხალ თავისუფლებას. შევსულიყავით ისეთ ბრძოლაში, სადაც ჩვენ ვიქნებით სწორედ ის პოლიტიკური გუნდები - “ძლიერი საქართველო - ლელო” და “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც გააჟღერებს თქვენს რეალურ პრობლემებს. ჩვენ გვაქვს ამაზე პრეტენზია, რომ ეს იქნება გუნდი, რომელიც გადაჭრის, გააჟღერებს და იბრძოლებს თქვენი კეთილდღეობისთვის. 
მე მინდა გითხრათ მადლობა ამ გამბედაობისთვის. მინდა, ვუთხრა მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც არამხოლოდ თავად მივა არჩევნებზე და ბრძოლის ამ გზასაც გამოიყენებს, ქუჩის პროტესტთან ერთად, არამედ მადლობა მინდა ვუთხრა განსაკუთრებულად იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის გვერდით არსებულ რამდენიმე მეგობარს, ნათესავს, მეზობელს, დაუბრუნებს იმედს - რწმენას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. „ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა