ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი

ნახვები: 581 თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი

ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავება. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ეს უტყუარად არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამის დასტური.

„ქვეყანაში დიქტატურაა, ეს აღარ არის უკვე ავტორიტარიზმისკენ სვლა. ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს, არც ქალს, არც კაცს, არც თავისიანს, არც ოპონენტებს, აბსოლუტურად ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი. ეს ნამდვილად, უტყუარად არის მისი ბოლო ჟამის დასტური, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ელენე ყოველთვის იყო გამორჩეულად მებრძოლი, მართალი, უშიშარი პოლიტიკოსი, აქტივისტი ქალი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, სწორედ ეს აშინებს ახლა რეჟიმს.

„არ ვიცი რამდენი ხნით დააკავებენ ელენეს და რას გადაწყვეტს წარმოუდგენელ პარანოიაში მყოფი ბოლო ჟამის დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის სახით, მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა დატოვონ ელენე ხოშტარია, ყოველთვის იქნება გარეთ შემდეგი, რომელიც აწევს ბრძოლის დროშას. შემდეგი რომ ვიყო მე და მე დამაკავონ, აუცილებლად იქნება ჩემს შემდეგ, იმის შემდეგ და ასე უსასრულოდ, გამარჯვებამდე, ეს ვერ შეიგნო ივანიშვილის რუს -„ქოცურმა“ რეჟიმმა, ეს ვერ შეიგნეს მოღალატეებმა იმიტომ, რომ მათ არაფერი გააჩნიათ წმინდა და ძვირფასი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა