„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

შსს-მ მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა

05.10.2025 ნახვები: 377

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

შსს-ს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყოკბილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა  და მასში მონაწილეობა. 

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეო მასალის შესწავლით დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც. 

შსს-მ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ აქციის რამდენიმე მონაწილემ და აქციის ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასხლის დაკავება სცადეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 322-ე, 222-ე, 225-ე და 287-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

გამოძიების შედეგებისა და ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულები 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან, ისინი დღეს  მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დაასახელა: 

ესენი არიან:

  • ირაკლი ნადირაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი", თბილისის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი;
  • მურთაზ ზოდელავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი მთავარი პროკურორი. 2025 წლის 11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დააკავეს ლევან ხაბეიშვილთან ერთად - სასამართლომ ზოდელავა 13 სექტემბერს 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა;
  • ლაშა ბერიძე -პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილე;
  • პაატა მანჯგალაძე - მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი;
  • პაატა ბურჭულაძე - საოპერო მომღერალი (ბანი), მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი, ამჟამად მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ერთ-ერთი სპიკერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა