ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
Zelensky announces new sanctions against Russia
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი „კონსპექტები“ - რთული იდეების მარტივი ახსნა

23.10.2025 ნახვები: 330

 

თუ ტექნოლოგიურ განათლებაზე საუბარი, კარიერების მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობა, არსებულ ტრენდებზე და მომავალ ცვლილებებზე დისკუსია და ზოგადად რთული იდეების მარტივად გაგება შენთვის საინტერესოა, მაშინ თიბისის „კონსპექტების“ პოდკასტი არ უნდა გამოტოვო.

„კონსპექტები“ თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით - განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალ პროფესიებში და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვა.

პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.

პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე — „როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს“.

ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელ კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმაროს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.

გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.

თიბისისთვის, განათლების გზით, განვითარებაზე და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და  მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის შესაძლებლობას. „კონსპექტები“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთ მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ  - მთავარია გჯეროდეს!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა