ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მიხეილ სააკაშვილი - კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო

ნახვები: 587 მიხეილ სააკაშვილი - კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო

კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო - ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ტირანია დროზე უნდა დავამარცხოთ“.

„კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო და თავის დროზე მრავალი ათასი ქართველი სტუდენტი დააფინანსა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

ახლა ამ ვითომ პრემიერმა მოიმიზეზა, რომ უცხოეთში წასული სტუდენტები სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ.

ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში.

სინამდვილეში ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის. დროზე უნდა დავამარცხოთ ტირანია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა