ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
Zelensky announces new sanctions against Russia
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

ფინეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს ომის გაგრძელებაში ჩინეთი ეხმარება

28.10.2025 ნახვები: 300

რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც ჩინეთი გამოიწვევს, მაშინ რუსეთი მასში რაღაც ფორმით ჩაერთვება, ჩინეთის მხარდაჭერით ან რაიმე სხვა გზით. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ ჩინეთი მას ეხმარება. ისინი რუსეთის ეკონომიკას მხარს უჭერენ და რუსეთს სამხედრო კომპონენტებს აწვდიან“, - განაცხადა ანტი ჰაკანენმა.

მისი თქმით, ჩინეთი დასავლეთს ყურადღებით აკვირდება.

„აქვს თუ არა დასავლეთს ძალა და გამბედაობა მაშინ, როდესაც ავტოკრატები და დიქტატორები ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ? ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალადობის წინააღმდეგ კვლავ ძლიერები ვართ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს სიგნალია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ, ასევე სიგნალია ჩინეთისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის“, - აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა