რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე მსოფლიოში რვა კონფლიქტი დაასრულა.
„ერთადერთი, რომელიც არ გამოვიდა, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის არის. მაგრამ, ამასაც მოვაგვარებთ. ვფიქრობდი, რომ ამას პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო შევძლებდით, მაგრამ ცოტა სხვაგვარად გამოვიდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვაგვარებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ