ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

Politico - აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის

ნახვები: 697 Politico - აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის.

კომპანიის განცხადების თანახმად, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება.

Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.

შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა