თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია - პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - 20 სხვადასხვა ობიექტზე

ნახვები: 573 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია - პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - 20 სხვადასხვა ობიექტზე

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ახალაიამ აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაიჩხრიკა.

გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.

ასევე, კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.

როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-იდან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნას კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია“, - განაცხადა ახალაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა