ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

ზოჰრან მამდანი - თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა

05.11.2025 ნახვები: 507

პოლიტიკური სიბნელის ამ მომენტში ნიუ-იორკი იქნება სინათლე, - ამის შესახებ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ზოჰრან მამდანიმ განაცხადა.

„რაც თავი გვახსოვს, ნიუ-იორკის მშრომელ ხალხს მდიდრები და კარგი კავშირების მქონე ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ ძალაუფლება მათ ხელში არ უნდა იყოს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, თქვენ გაბედეთ, რომ რაღაც უფრო დიდისთვის მიგეღწიათ. დღეს, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ ეს მოვიპოვეთ, მომავალი ჩვენს ხელშია“, - აღნიშნა მამდანიმ, რომელიც თავის თავს „დემოკრატ სოციალისტს“ უწოდებს.

მან სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, თუ როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა. თუ არსებობს დესპოტის შეშინების რაიმე გზა, ეს არის იმ პირობების მოშლა, რამაც მას ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცა. დონალდ ტრამპ, რადგან ვიცი, რომ გვიყურებთ, ოთხი სიტყვა მაქვს თქვენთვის: ტელევიზორის ხმას უფრო აუწიეთ. იმისათვის, რომ რომელიმე ჩვენგანამდე მიხვიდეთ, ყველა ჩვენგანის გავლა მოგიწევთ“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მომავალმა მერმა.

არჩევნებამდე დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ნიუ-იორკს ფედერალურ დაფინანსებას შეუჩერებდა, თუ სოციალ-დემოკრატ მამდანს აირჩევდნენ.

„თუ ნიუ-იორკს კომუნისტი მართავს, თქვენ უბრალოდ ფლანგავთ იმ ფულს, რასაც უგზავნით“, - განაცხადა ტრამპმა კვირას CBS-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის დროს მამდანიმ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ბავშვებზე ზრუნვის უნივერსალურ პირობებს შექმნიდა, სუბსიდირებულ საცხოვრებლებში ქირის გადასახადს გაყინავდა, უფასო საზოგადოებრივ ავტობუსებისა და ქალაქის მიერ მართულ სასურსათო მაღაზიების ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა დაიფარება მილიონერებისა და კორპორაციების ახალი გადასახადებით, რაც 9 მილიარდ დოლარს მოიზიდავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა