გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ

დონალდ ტრამპი - მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

ნახვები: 425 დონალდ ტრამპი - მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

თერთმეტი თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი ხალხისთვის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს მართავდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ თავისიანებისთვის, არალეგალი მიგრანტებისთვის, კრიმინალებისთვის, ლობისტებისთვის, პატიმრებისთვის, ტერორისტებისთვის და პირველ რიგში, იმ უცხო ქვეყნებისთვის იბრძოდნენ, რომლებიც თავიანთ სასარგებლოდ ჩვენ გვიყენებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში უარესიდან საუკეთესო დროში გადავედით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის და ვენესუელასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ არ უსაუბრია.

„მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე. 10 თვეში 8 ომი დავასრულე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა