გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

ნახვები: 395 ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

 

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განხორციელებული ინიციატივებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის - თიბისის გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო გადაეცა.

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქალთა გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა სფეროში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ სამუშაო გარემოს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ქალების პროფესიულ განვითარებას, დასაქმებას, მეწარმე ქალების მხარდაჭერასა და თანამშრომლების გაძლიერებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

როგორც თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი აღნიშნავს, ქალთა გაძლიერება თიბისისთვის სტრატეგიული მიმართულებაა: „ESG სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ქალთა გაძლიერებას ერთ-ერთი მთავარი ადგილი დავუთმეთ. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკვე ოთხი წელია მნიშვნელოვან ინიციატივებს ვახორციელებთ. მათ შორის არის მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც თიბისი ოთხი წელია მხარს უჭერს და რომელსაც ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ასევე, აღსანიშნავია გრეის ჰოპერის დაჯილდოება, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებასა და აღიარებას ემსახურება. თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებისა და გოგოების ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში - ჩვენს IT აკადემიაში მათი წილი ყოველწლიურად იზრდება, ხოლო კურსდამთავრებულთა 45% ქალები არიან, რაც დაახლოებით 2 400 მონაწილეს შეადგენს“.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმასა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2016 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პლატფორმა ღიაა ახალი წევრების ხელმოწერისთვის და მისი გაფართოებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.

თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ოფიციალური პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო და ამით თიბისი საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც UN Woman Georgia-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ჩაერთო ქალების გაძლიერების პროგრამებში. ამასთან, თიბისი არის გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი, რითაც დასტურდება, რომ კომპანია გრძელვადიანად უყურებს ამ მიმართულებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს ასახავს მის პოლიტიკებში, პროცესებსა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა