მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

ნახვები: 430 თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

თიბისი კაპიტალმა ბიზნესპარტნიორებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება - „საქართველო და მსოფლიო: 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის მოლოდინები“ გამართა.

კონფერენციის ფარგლებში თიბისი კაპიტალის მენეჯმენტმა მიმოიხილა ის ძირითადი გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები, რომლებმაც 2025 წელს მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა 2026 წლის პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მომდევნო წელს გლობალურ ეკონომიკაზე გავლენას 3 ძირითადი ტენცენცია მოახდენს: სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები. აღნიშნული ტრენდები გავლენას მოახდენს წარმოების ხარჯებსა და ინვესტიციებზე. ამ პირობებში კი მსოფლიო ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3%-ის ფარგლებში იქნება.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ადაპტაცია კომპანიებში უკვე აჩვენებს პოზიტიურ გავლენებს როგორც ინოვაციის, ასევე, მომგებიანობის კუთხით და ეს ტრენდი გაგრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს, 2026 წელს, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.5% იქნება, რასაც ძირითადად შიდა მოთხოვნა განაპირობებს. ინფლაცია კი მომდევნო წელს მიზნობრივ - 3%-იან - მაჩვენებელს მიუახლოვდება.

 

კერძო სექტორთან ერთად, ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელზეც მომდევნო წლის გეგმები და ეკონომიკური პროგნოზები განიხილეს.

„თიბისი კაპიტალისთვის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება პარტნიორებთან უწყვეტი დიალოგის ნაწილია. მთელი წლის განმავლობაში მათ განახლებულ და სიღრმისეულ ანალიტიკას ვაწვდით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, საქართველოს მაკროეკონომიკასა და ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებზე. შედეგად, 2025 წელს, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, 12 ფიზიკური და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც ჯამში ბიზნესის 2500-მდე წარმომადგენელი და სფეროს ექსპერტი გააერთიანა. მსგავსი ღონისძიებებით ვეხმარებით კერძო სექტორს, სწორად შეაფასოს გამოწვევები, დაინახოს შესაძლებლობები და ეფექტიანად მოერგოს ახალ ეკონომიკურ რეალობას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.   

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა