გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში 90-იან წლებზე საზარელი მდგომარეობაა!
არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს

ნახვები: 418 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ხომალდ „ოხოტნიკს“ დაარტყეს.

„19 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული პროექტის, 22460-ის სამხედრო ხომალდი „ოხოტნიკი“. ის კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ხომალდს რამდენიმე უკრაინული დრონი მოხვდა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, ფილანოვსკის ნავთობისა და გაზის საბადოზე, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებულ საბურღ პლატფორმას დაარტყეს.

ასევე დაზიანდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოსელსკოეს მახლობლად მდებარე RSP-6M2 სარადარო სისტემა. გენერალური შტაბის ცნობით, რადარი შექმნილია საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებისთვის, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ზუსტი დაშვებისთვის.

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა