მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

რუსტემ უმეროვი და სტივ უიტკოფი - უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა

ნახვები: 390 რუსტემ უმეროვი და სტივ უიტკოფი - უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა

ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.

მათი ინფორმაციით, ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა აშშ-უკრაინის ფორმატში, რომლის დროსაც ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა.

„ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა : 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომი შემუშავება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი შემუშავება“, - აცხადებენ უმეროვი და უიტკოფი.

მათი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადების განხილვას და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობას.

„უკრაინა კვლავ სრულად ერთგულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა. მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა იყოს, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველიც“, - აცხადებენ უმეროვი და უიტკოფი.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე.

შეგახსენებთ, ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გნატოვი.

ამერიკის დელეგაციას კი წარმოადგენდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი. უმეროვი და უიტკოფი წერენ, რომ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის საერთო სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, დისკუსიას ასევე შეუერთდნენ ევროპის ქვეყნების მთავრობების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა