მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

მოსკოვში გენრალ-ლეინტენანტი ფანილ სარვაროვი ააფეთქეს

ნახვები: 391 მოსკოვში გენრალ-ლეინტენანტი ფანილ სარვაროვი ააფეთქეს

მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერზე, სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამომძიებლების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ავტომობილის ქვეშ ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა