მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია

ნახვები: 390 ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შედეგად საერთო სტრატეგიასა და გეგმებზე შეჯერებული პოზიციის გახმოვანებას მომდევნო კვირაში გეგმავს.

როგორც მან განაცხადა, მისი მიზანია შეიქმნას ერთიანი დიდი ფრონტი.

„შეხვედრების გრაფიკი მაქვს, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული. იმიტომ, რომ კიდევ ემატება ადამიანები. შაბათს უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა. დღეს მაქვს გაფართოებული შეხვედრა კოალიციის შიგნით. ხვალ მაქვს 5 შეხვედრა, მათ შორის შევხვდები სალომე ზურაბიშვილსა და რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს. შაბათს აღვადგენ ისევ შეხვედრებს და შევხვდები ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტშია ჩართული და ვინც რაღაცას აკეთებს, ყველას მინდა გავესაუბრო. გარკვეული წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რა არის გასაკეთებელი, მაქვს, უბრალოდ არ მინდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი. წესიერება მოითხოვს ამ ადამიანებს შევხვდე, მოვუსმინო და შევაჯერო ყველას ხედვები. ჩემი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ შეიქმნას ერთიანი დიდი ფრონტი, ოღონდ ეს არ იყოს ფრონტი, როცა ერთად დავდგებით და თქვენ დაგენახვებით. შეთანხმება არის მნიშვნელოვანი კონკრეტულ სტრატეგიაზე. ზოგად სტრატეგიაზე თანხმობა ისედაც არსებობს: არ თანამშრომლობა, გარედან წნეხი და პროტესტი. უბრალოდ, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტულად და როგორ შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ გაზომოს ის, რასაც პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, ვიგებთ, წინ მივდივართ თუ არ მივდივართ, ერთ ადგილს ვტკეპნით, ვძლიერდებით, არ ვძლიერდებით, ეს პროგრესი რაღაცნაირად უნდა ჩანდეს. ამიტომ მგონია, რომ უფრო დეტალურ სტრატეგიაზეა შესათანხმებელი. ეგაა მნიშვნელოვანი, რაც ამ საერთო ბრძოლას აკლია. მინდა რომ ორშაბათს, ან სამშაბათს საჯაროდ მოვყვე, ჩემი აზრით, რა არის გასაკეთებელი. იქით კვირას არ გადასცდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა