4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ნახვები: 376 ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და აცხადებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით უნდა დადგეს და არა პოლიტიკური მოტივებით ან არაადამიანური მოპყრობით.

„მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა“, – აცხადებს ხოშტარია.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უსამართლობის წინააღმდეგ პრინციპული პოზიცია იმ ადამიანების შემთხვევაშიც უნდა დაიკავოს, რომელთა პოლიტიკური საქმიანობა და შეხედულებები მისთვის მიუღებელია.

„ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა“, – წერს ხოშტარია.

მისი განცხადებით, შურისძიებასა და ძალადობაზე უარის თქმა სწორედ ის ღირებულებითი განსხვავებაა, რომელიც საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს.

„ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!“ – აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

შეარბილე დაუდასტურებელი შეფასება სათაურში
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა