ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის

ნახვები: 346 ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის

 

ევროკომისია ადასტურებს, რომ საქართველო მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში მონაწილეობას მხოლოდ უფრო დაბალ დონეზე შეძლებს. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე თბილისი არსებული პოლიტიკური კურსის შეცვლის მკაფიო მზაობას არ გამოავლენს.

მერსიეს განმარტებით, ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს, თუმცა ხელისუფლებასთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე თბილისი არსებული პოლიტიკური კურსის შეცვლის მკაფიო მზაობას არ გამოავლენს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველთვის ვინარჩუნებდით ღიაობასა და კონსტრუქციულ მიდგომას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, თუმცა, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს არსებული კურსი – როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიდგომა აისახება გაფართოების ფორუმში საქართველოს მონაწილეობის საკითხზეც.

„რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის“, – აღნიშნა მერსიემ.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველო მიწვეულია მომავალ ორშაბათს დაგეგმილ მინისტერიალზე, რომელიც დაკავშირებადობის საკითხებს შეეხება, თუმცა არა მინისტრების დონეზე.

„საქართველოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ინტერესებიც მხედველობაში მიიღება. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“, – განაცხადა გიომ მერსიემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა