4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

უკრაინის ელჩი თურმე საქართველოშია, არ წასულა-სამხარაძე

ნახვები: 476 უკრაინის ელჩი თურმე საქართველოშია, არ წასულა-სამხარაძე

უკრაინის ელჩი თურმე საქართველოშია, არ წასულა, იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება მალე გააკეთებს განცხადებას და ელჩი ისევ შეუდგება მოვალეობების შესრულებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ასევე, გაუგებარია ის ინფორმაცია, რომ თურმე ელჩი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და არ ყოფილა წასული უკრაინაში.

ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება ძალიან მალე გააკეთებს განცხადებას, რომ ელჩი ისევ შეუდგება თავის მოვალეობების შესრულებას და ამ ერთგვარ უსიამოვნო საკითხს საბოლოოდ ამოვწურავთ, რადგან ეს არ ეკადრება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს დილით საელჩოს შენობაში მივიდა. დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე დოლგოვის საქართველოში ყოფნის თაობაზე განმარტება გააკეთა. „თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას", - განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა