პროკურორი - როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
Merz shows Trump on map why Ukraine's front line must not move west
სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი რეგიონის გამოწვევა მარტივი არ არის, გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა
War update: 144 clashes on front over past day, intense fighting in Pokrovsk, Huliaipole sectors
Russian army loses another 980 soldiers and 32 artillery systems in war against Ukraine
French activist: Bucha crimes turned support for Ukraine into clear position

არ არის სიმართლე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს-ზურაბიშვილი

15.03.2022 ნახვები: 854

ვფიქრობ, ეს ომი ისე მიმდინარეობს, რომ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რთულია იმის თქმა, როდის და როგორ მორჩება, - განაცხადა „სიენენთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა შესაძლო გეგმა, რაც რუსეთის ლიდერს ჰქონდა ხელთ, ჩამოიშალა უკრაინის წინააღმდეგობის მიერ.

„რისი თქმაც შეგვიძლია, არის, რომ ჩვენ, ყველანი გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვართ იმ წინააღმდეგობით, რასაც უკრაინელი ხალხი რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ დებს და ფაქტობრივად, ყველა შესაძლო გეგმა, რაც რუსეთის ლიდერს ჰქონდა ხელთ, ჩამოიშალა უკრაინის წინააღმდეგობის მიერ, ევროპის ერების ერთიანობით, ევროპისა და შეერთებული შტატების ერთიანობით; ამასთან ერთად, იყო ერთი რაღაც, რასაც ის არ მოელოდა, ეს იყო რუსი ხალხის რეაქცია, რაც შესაძლოა, არ არის მასშტაბური, მაგრამ სიახლეა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ არის სიმართლე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან ქვეყანა რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე არის.

„არ არის სიმართლე, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ; ამასთან, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია; ამიტომ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმეტესობა, არ ვართ დაცული ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ნამდვილად წინა ხაზზე ვიმყოფებით ევროპელი მოკავშირეების სოლიდარობაში, მაგალითად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები იქნა მიღებული, ჩვენ თანასპონსორები ვართ; ამიტომ ვფიქრობ, საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ ჩვენს პარტნიორებთან ერთად; ასევე, გავაგრძელოთ ასოცირებულ ტრიოსთან ერთად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ჩვენი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ და ვფიქრობ, ახლა ახალი ვითარებაა ევროპაში, არა მხოლოდ სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ახალ აღქმასთან მიმართებაში, რომ რამე უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სადღაც შუაში არიან; შესაძლოა, არსებობდეს გრძნობა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის გრძელი და ბიუროკრატიული, ამიტომ არის ახალი იდეები; შეიძლება, იყოს ახალი პოლიტიკური პოზიცია და ღიაობა ჩვენი, ყველას მიმართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ხვალინდელი რუსეთი იქნება უფრო სუსტი და ნაკლებად დარწმუნებული საკუთარ თავში.

„პირველ რიგში, მსურს ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი შეწუხებულნი ვართ, თუ რას გააკეთებს პუტინი შემდეგში, რომ გამოიყენებს მუქარას, როგორც ფსიქოლოგიურს, ისე სამხედროს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ბირთვულ იარაღზე საუბრით; საქართველო და მოლდოვა არიან უფრო შეშფოთებულნი, რადგან ეს განცდილი გვაქვს და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ამიტომ ჩვენ გვსურს მეტი და ამიტომ კვლავ ვაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში, ვაგრძელებთ ჩვენს გზას ნატო-სკენ. ერთი რამ უნდა აღვნიშნო, თუ 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ ომის მიზანი იყო საქართველოს გზის პრევენცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ის არ იქნა მიღწეული და ვფიქრობ, არ იქნება მიღწეული უკრაინასთან მიმართებაშიც. გვაქვს იმედები, რომ ხვალინდელი რუსეთი იქნება უფრო სუსტი და იქნება ნაკლებად დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ყველაფერს გააკეთებს სამხედრო ძალის გამოყენებით და მიხვდება, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს დიპლომატიის გამოყენებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ.

„რუსები, რომლებიც აქ მოდიან, არ არიან პუტინის მხარდამჭერი რუსები; მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ ქვეყანას, დაელოდონ და შეხედონ, რა შეიძლება მოხდეს; მეორე მხრივ, მსურს, შევეხო ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხს - ეს არასოდეს ყოფილა საქართველოს პოზიცია, მათ შორის იმ ომის დროს, რაც ჩვენ გვქონდა და ეს არგუმენტი გამოიყენება რუსეთის მიერ, როდესაც სურთ რომელიმე ქვეყანაში შესვლა, ამბობენ, რომ მათი მოქალაქეები არ არიან დაცული; ასე რომ, ეს საკმაოდ სახიფათო არგუმენტია, რასაც არ გამოვიყენებ. ვფიქრობ, 20 ათასამდე რუსი შემოვიდა, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო; არ დავეთანხმები ბევრ ცნობას, რომ არის გარკვეული დადასტურებული ინციდენტები, ვფიქრობ ეს ფეიკნიუსებია. ბევრი დემონსტრაციაა ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი და იმ რუსებმა, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან, პატივი უნდა სცენ ქართველების პოზიციას, უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. ეს არ შეიძლება, განხილულ იქნას ინციდენტებად. ჩვენ ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და სამართალდამცავები აკეთებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებზეც გააკეთა კომენტარი: „ვფიქრობ, ერთი რამ, რაც უნდა შეიცვალოს, არის ეს შიში, რაც ყველას გვაქვს, დასავლეთს, ევროპელებს; შიში, რომ გადადგმული ნაბიჯები მოსკოვის მხრიდან პროვოკაციად იქნება განხილული. პროვოკაციები მოდის მოსკოვიდან, აგრესია მოდის მოსკოვიდან, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არასოდეს ჩაგვიდენია რაიმე აგრესიული ქმედება რუსეთის მიმართ; პირიქით, საუკუნეების განმავლობაში რუსეთმა განახორციელა აგრესიული ქმედებები; ვფიქრობ, უნდა შევწყვიტოთ ასეთი ნარატივი".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა