War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

კიევთან რუსული ჯარების გამოჩენა უკრაინის ოკუპაციის განზრახვას არ უკავშირდება- პუტინი

16.03.2022 ნახვები: 884

უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წინასწარ დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს, თუმცა კიევთან რუსული ჯარების გამოჩენა უკრაინის ოკუპაციის განზრახვას არ უკავშირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მხოლოდ დონბასში ჩატარება ვერ გაანეიტრალებდა რუსეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს და უკრაინაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა უფრო სწრაფად განთავსებოდა.

​„სროლები და პროვოკაციები გაგრძელდებოდა. ანუ, შეიარაღებული კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდებოდა, რაც კიევის რეჟიმის რევანშისტული ისტერიით იყო გამოწვეული და ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა უკრაინაში კიდევ უფრო სწრაფად და აგრესიულად განლაგდებოდა. ჩვენ დავდგებოდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ალიანსის თავდასხმითი იარაღი უკვე ჩვენ საზღვრებთან იქნებოდა. რუსეთის ფედერაციას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა სპეცოპერაციის დაწყებისა", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დონბასში ოპერაციის დასაწყისშივე, კიევის ხელისუფლებას, სხვადასხვა არხებით, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვმა შესთავაზა, არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, არამედ უბრალოდ გაეყვანათ ჯარები დონბასიდან.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაშალეს უკრაინის მასიური შეტევის გეგმები დონბასსა და შემდეგ ყირიმზე.

„მასიური თავდასხმები დონბასზე, შემდეგ კი ყირიმზე, მხოლოდ დროის საკითხი იყო და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაშალეს ეს გეგმები. კიევში ისინი არა მხოლოდ ომისთვის ემზადებოდნენ, არამედ აგრესიისთვისაც რუსეთის წინააღმდეგ, დონბასის წინააღმდეგ",- თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთი არ აპატიებს რუსეთს დამოუკიდებელ კურსს და შეეცდება, მასზე ზეწოლასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მაგრამ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამას ვერ შეძლებენ.

„მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო: ე.წ. კოლექტიური დასავლეთის თვალთმაქცური საუბრებისა და დღევანდელი ქმედებების უკან მტრული გეოპოლიტიკური მიზნები დგას. მათ არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ძლიერი და სუვერენული რუსეთი. არ გვაპატიებენ არც ჩვენს დამოუკიდებელ კურსს და არც იმას, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რუსეთი არ იცხოვრებს დამცირებულ მდგომარეობაში. ე.წ. კოლექტიური დასავლეთი და მეხუთე კოლონა მიჩვეულია ყველაფრის და ყველას თავისი საზომით გაზომვას. ისინი მიჩვეულნი არიან ყველაფრის გაყიდვას და ყველაფრის ყიდვას და ამიტომ ჰგონიათ, რომ ჩვენ გავტყდებით და უკან დავიხევთ, მაგრამ მათ კარგად არ იციან ჩვენი ისტორია, ჩვენი ხალხი. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეურიგდა მოხრილ ცხოვრებას და ბატონის ყველა გადაწყვეტილებას იღებს. ასე ცხოვრობენ ბევრ ქვეყანაში, სამწუხაროდ ევროპაშიც, მაგრამ რუსეთი არასდროს იქნება ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთს პრეზიდენტმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური სამუშაოების კვალის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევის სურვილი, შეექმნა ბირთვული იარაღი, რეალური საფრთხე იყო.

„ათობით ლაბორატორიის ქსელი მოქმედებდა უკრაინაში, სადაც პენტაგონის ხელმძღვანელობითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა სამხედრო ბიოლოგიური პროგრამები. მათ შორის, ექსპერიმენტები კორონავირუსის, ჯილეხის, ქოლერის, ღორის აფრიკული ჭირისა და სხვა სასიკვდილო დაავადებების ნიმუშებზე. ისინი ახლა დაჟინებით ცდილობენ, დაფარონ ამ საიდუმლო პროგრამების კვალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის უშუალო სიახლოვეს უკრაინის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, შეიქმნა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა