აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter
Zelensky announces law establishing criminal liability for fraudulent call centers
აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სანქციების აქტი“ მიიღო — კანონპროექტი ტრამპს გადაეგზავნა

უკრაინაში ჩერდება ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელთაც რუსეთთან აქვთ კავშირი

ნახვები: 902 უკრაინაში ჩერდება ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელთაც რუსეთთან აქვთ კავშირი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა.

„განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი უბრალოდ, სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში ღრმა ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები და ბომბებია. მაგრამ მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ? აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები – შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? იქნება მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, ეს არის თქვენი ომი ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყანაში იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ კავშირი.

„პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა