გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი

ნახვები: 499 ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი

ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის საბრძოლველად, პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კალასმა თქვა, რომ ნატო-ს სტრატეგია ფოკუსირებული უნდა იყოს ომის დასრულებაზე „ჭკვიანი შეკავების“ გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა გადავიდეს „შეკავების პოზიციიდან“ უსაფრთხო „თავდაცვით პოზიციაზე“, რაც გაზრდის ნატო-ს ქვეყნების წვლილს თითოეული ერის თავდაცვის გაძლიერებაში.

პოლონეთის წინადადებაზე საუბრისას, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ, კალასმა თქვა, რომ ჯერ მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და რომ რუსეთი არ ამჟღავნებს მშვიდობის მიღწევის განზრახვას.

კაია კალასის განცხადებით, ვერ ხედავენ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას და რომ ძალისხმევა ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს სამშვიდობო მისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, მაგრამ თქვენ იცით, თუ დააკვირდებით რა ხდება უკრაინაში, მშვიდობა არ არის, რასაც იქ ვხედავთ. ეს არის ომი, რომელიც მიმდინარეობს და მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს რაიმე განზრახვა აქვს მშვიდობის მისაღწევად. ასე რომ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა, შემდეგ კი მისი შენარჩუნება. ხანდახან მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უნდა გვქონდეს მზადყოფნა გამოვიყენოთ სამხედრო ძალა“, – თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა