კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ერი, რომელიც კობახიძეს ითმენს

ნახვები: 2551 ერი, რომელიც კობახიძეს ითმენს

როგორც წესი, ამ საიტზე შედარებით დიდი ანალიტიკური სტატიები და ბლოგები იბეჭდება.

თუმცა, ამჯერად, ლაკონურობის დროც მოვიდა.

გახარიას შოკისმომღველმა გადადგომამ ნათლად დაადასტურა ის, რაც აქამდე კულუარულ დონეზე ცნობილი იყო - „ქართულ ოცნებაში" დაჯგუფებების ომი მიმდინარეობს და დღევანდელი გადაწყვეტილება ერთ რამეს ნიშნავს - საკუთვრივ ბიძინა ივანიშვილის პერსონის გამოკლებით, რომლის როლიც მმართველ პარტიაში ბოლომდე გაურკვეველია, დღეს ქვეყნის რეალური მმართველი ირაკლი კობახიძეა.

ეხლა ერთი წამით შეჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, დაიდეთ თვალწინ კობახიძეს სურათი, და უთხარით საკუთარ თავს - აი, ეს არარაობა არის დღეს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები.

მასთან ერთად - სხვა ნახევრად ადამიანების კოლექცია - მდინარაძე, თალაკვაძე, ვოლსკი, ღარიბაშვილი.

წლების მანძილზე ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებით იმართებოდა, მაგრამ ამას რაღაცა გამართლება ჰქონდა - ის კი იყო შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე სოციოპატი, მაგრამ მან 6 მილიარდი დოლარი მაინც იშოვა.

რაც არ უნდა იყოს, ეს ადვილი არაა და გარკვეული თვისებებს საჭიროებს. ვაღიაროთ.

ხო და ქართველი ხალხი სწორედ ამით იმართლებდა თავს - მილიარდები აქვს, ყველას ყიდულობს, ეშმაკია, ანაკონდაა. და ა.შ.

გასაგებია.

ახლა კი აიღეთ კობახიძეს სურათი და საკუთარ თავს ჰკითხეთ - რითი იმართლებს თავს იმის გამო, რომ ეს გაურკვეველი არსება - თქვენი ცხოვრების და თქვენი შვილების მომავლის ბატონ-პატრონია?

რა არის იმის გამართლება, რომ, როგორც იტყვიან, „გოგლი-მოგლიზე გაზრდილი" დედიკოს შვილი-სოციოპატი თქვენს ცხოვრებას თავისი უბადრუკი კომპექსებიდან გამომდინარე მართავს?

იმით ხომ არა, რომ „აბა სხვა ვინ?", ან „ოპოზიცია სუსტია?" ? ვისზე სუსტია?

ერი, რომელიც კობახიძეს ითმენს - მომავლის ღირსი არაა. ის უნდა გაქრეს ისტორიიდან, და ეს იქნება ერთად-ერთი სამართლიანი განაჩენი.

ერი, რომელსაც თავზე კობახიძე, მდინარაძე, ღარიბაშვილი და ვოლსკი აზიან - მომავლის ღირსი არაა, ის უნდა გაქრეს ისტორიიდან და ეს იქნება ერთად-ერთი სამართლიანი განაჩენი.

ერი, რომელიც ამას რაიმე გამართლებას მოუძებნის - თავის ადგილს ისტორიის სანაგვეზე აუცილებლად დაიკავებს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა