გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ხათუნა ლაგაზიძე - გახარიამ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ისტორია დაწერა

ნახვები: 924 ხათუნა ლაგაზიძე - გახარიამ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ისტორია დაწერა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისი გადადგომით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ისტორია დაწერა, ამის შესახებ პოლიტილოგმა და ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. 

„იშვიათად მიუღია ვინმეს ასეთი ადექვატური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ბოლო 30 წლის ქართულ პოლიტიკაში", აცხადებს ლაგაძიძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ გახარიას 20 ივნისის მოვლენებზეც არ უნდა აეღო პასუხისმგებლობა.
„არც 20 ივნისი იყო მის კისერზე და არ უნდა აეღო თავის თავზე, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ისტორია დაწერა", - აცხადებს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
შსს-ს წარმომადგენლები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დილით მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, თუმცა არ შეუშვეს.
მოგვიანებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო". გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".
შსს-მ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა