ნიკოლ ფაშინიანი - დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში
Russia reports attack by nearly 200 drones, 34 of which were 'headed for Moscow'
Air defense forces neutralize 66 out of 100 Russian drones launched overnight
General Staff: 124 combat engagements on front lines in past 24 hours
Russia loses 800 more soldiers in Ukraine war over past 24 hours
Russia realized there would be consequences if it avoids good-faith negotiations – US expert
Ukrainian forces destroy Russia's newest Buk-M3 system worth $45M
Secretary Bessent refutes Dmitriev’s claims that sanctions have no effect on Russia’s economy

ირაკლი კობახიძე - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას

23.02.2021 ნახვები: 161

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნიკანორ მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო, ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში.

„ეს არის სახელმწიფო, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას.

რაც შეეხება ნიკანორ მელიას - მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული.

თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს, მხოლოდ ფაქტებს:

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს აკოტრებდა კერძო ბანკს. ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ;

2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი;

სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი - ძალადობრივი რევოლუციით;

დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს;

შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს;

მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ;

პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ".

არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი.

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო.

თუმცა, სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა.

დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება.

რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა