ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსი ოლიგარქებისთვის თურქეთის კარი ღიაა

ნახვები: 662 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსი ოლიგარქებისთვის თურქეთის კარი ღიაა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, მიიღოს ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, ვიდრე მათი ბიზნეს საქმიანობა იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში.

„ჩვენ შემოვიღეთ ის სანქციები, რომელიც გაერო-მ დაადასტურა. რომელიმე რუსს თუ უნდა ჩამოსვლა თურქეთში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის ხელისუფლების მიმართ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთში რომან აბრამოვიჩის ორი სუპერ იახტა ჩავიდა, რომელთა გაყვანაც მან ევროპის პორტებიდან მოასწრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა