ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

ევროპის წამლის სააგენტო: არ არსებობს არავითარი ნიშნები იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს

ნახვები: 695 ევროპის წამლის სააგენტო: არ არსებობს არავითარი ნიშნები იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს

ევროპის წამლის სააგენტო AstraZeneca-ს საკითხის განხილვას 18 მარტს დაასრულებს. მანამდე კი სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თრომბის წარმოქმნასთან ვაქცინის კავშირი ჯერჯერობით არ დასტურდება. სააგენტოს დირექტორის, ემერ ქუქის თქმით, ვაქცინის უპირატესობა გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება.

„ამ დროისთვის არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ თრომბის წარმოქმნა ვაქცინაციამ გამოიწვია. თრომბი არ გამოვლენილა ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს და არ არის შეტანილი მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების ნუსხაში", - აცხადებს ქუქი.

EMA-ს დირექტორმა კომენტარი ევროპის 20 ქვეყნის მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაზეც გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ათობით ვაქცინირებულ პაციენტს თრომბი განუვითარდა. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ თრომბი ვაქცინით იყო გამოწვეული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა