კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რაც უფრო ახლოვდება „ნაცმოძრაობისთვის“ გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა-რიჟვაძე

ნახვები: 511 რაც უფრო ახლოვდება „ნაცმოძრაობისთვის“ გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა-რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რათა არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.

„დღეს ბათუმში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს. მინდა, მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც შეუძლია ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, განსაკუთრებით მეოთხე საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებო, მინდა, გთხოვოთ მაქსიმალური აქტიურობა, ვინაიდან ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს", - განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„საარჩევნო უბნები 08:00 საათზე დაბრკოლებების გარეშე გაიხსნა. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ტექნიკურ ხარვეზებს, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მინდა, დავამატო და აღვნიშნო, რომ რაც უფრო ახლოვდება „ნაცმოძრაობისთვის" გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი მცდელობები აღიკვეთოს.

ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს, დესტრუქციას, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძალიან ღირსეულ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც ნამდვილად იქნება თითოეული ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში. დარწმუნებული ვარ ბათუმელების მხარდაჭერით, მათი გვერდში დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა