გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია-ლადო მგალობლიშვილი

ნახვები: 480 თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია-ლადო მგალობლიშვილი

თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ სატელევიზიო რეკლამების გაშვება ეთერში, დანარჩენი სხვა საჯარო მოწოდება არის ნებადართული - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არაკომპეტენტურობა და სირცხვილია, თუ ეს არ იცის სიორიძემ, ხოლო თუ იცის და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ეს უკვე პროვოკაციაა.

„თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია, უფრო მეტიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო რეკლამების გაშვება ეთერში, დანარჩენი სხვა საჯარო მოწოდება არის ნებადართული. შესაბამისად, თუ ეს არ იცის ბატონმა სიორიძემ, ეს არის არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი სირცხვილი, თუ იცის და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ეს არის უკვე პროვოკაცია და ესეც ძალიან სირცხვილია", - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა