ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ბიბილოვი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს“

ნახვები: 582 ბიბილოვი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის" პროცედურის დასაწყებად, „სამხრეთ ოსეთის" ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს.

ბიბილოვმა ამის შესახებ რუსულ „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, დღეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და „რესპუბლიკას" არ აქვს უფლება, ხელიდან გაუშვას ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ხალხის „სურვილი, შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში".

ბიბილოვმა აქვე აღნიშნა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში შესაძლებელია ჩატარდეს ორი „რეფერენდუმი".

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლა და ოსეთის პირდაპირი გაერთიანება მაშინვე არ მოხდება, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. როდესაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება, მაშინ უკვე უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და შემდეგ იყოს ორი რეფერენდუმი", - დაამატა ბიბილოვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა