ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ამირან გამყრელიძე: „ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის გაფართოებას“

ნახვები: 583 ამირან გამყრელიძე: „ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის გაფართოებას“

„უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. მოგეხსენებათ, პირველი იყო „კოვაქსის" საშუალებით „ასტრაზენეკას" ვაქცინა, შემდეგ ისევ „კოვაქსის" საშუალებით „ფაიზერის" ვაქცინა და ახლა უკვე ჩინეთის მიერ, კომპანია „სინოფარმის" წარმოებული ვაქცინა," - ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოში ჩინური წარმოების SINOPHARM-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, თუმცა საქართველომ არაავტორიზებული ვაქცინა უკვე შეიძინა და ახლა, ჯანმო-ს გადაწყვეტილებას ელოდება.

გამყრელიძე ფიქრობს, რომ ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწობს ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას.

„გვეძლევა საშუალება, ვაქცინის 100 ათასი დოზის მიღებით, რომ გაფართოვდეს ქვეყანაში პროცესი. მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს, რაც შეიძლება მალე და შესაბამისად, ის ეპიდვითარება, რომელიც ბოლო 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში, სამწუხაროდ, უარესდება ისევე, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, როგორმე შევაჩეროთ და შევაკავოთ", - ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ:

* საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს, 13 მარტს, დილით შემოვიდა.

* ვაქცინის შემოსვლის თარიღი ორჯერ შეიცვალა.

* 15 მარტიდან, სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო.

„ხელმისაწვდომია 43.200 ვაქცინა, რომელიც გათვალისწინებულია მედიკოსების იმუნიზაციისთვის. რეგისტრირებულია 64.051 ადამიანი, 54 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. 82 დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

* ვაქცინის მისაღებად საქართველოში პირველი 73 წლის ქალბატონი დარეგისტრიდა. ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძეა.

* ექიმების დიდი ნაწილი, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი პირველ რიგში უნდა შეეხოს, "ასტრაზენეკას" ვაქცინას უნდობლობას უცხადებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მათ ხელი "ფაიზერის" ვაქცინით აცრაზე მოაწერეს და გაუგებარი რჩება, რატომ ვერ შემოვიდა საქართველოში ხელისუფლების მიერ დაპირებული სწორედ ეს ვაქცინა.

* ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება.

* ვაქცინაციის მსურველებმა ჯავშანი შესაბამის პორტალზე უნდა გააკეთონ.

* AstraZeneca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.

* 18 მარტს, ახალციხეში, AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა მედდა კომაში ჩავარდა, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.

* 25 მარტს, საქართველოში „ Pfizer-ის 29 500 ვაქცინა შემოვიდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა