4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

„ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება კიევში-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 477 „ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება კიევში-დავით უსუფაშვილი

კარგია, რომ „ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში გაემგზავრება კიევში, ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაჩნდა მთავრობის წარმომადგენლების და უმრავლესობის გამოისობით, მოგვარდება – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდება.

„ეს არის შედეგი იმ ძალიან დიდი მცდელობისა, რაც გვქონდა ოპოზიციას, ვინაიდან, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა წასვლაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ყველანი ჩავიდოდით იქ. ცხადია, ეს იყო სერიოზული წნეხი „ოცნებაზე“ და გახდნენ იძულებული, გასულიყვნენ კონტაქტზე. ის, რაც თვე-ნახევრის წინ უნდა გაკეთებულიყო და პირად-პერსონალური კონტაქტებით მოეგვარებინათ, დღეს ხდება, ეს არის კარგი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა.

„რაც შეეხება დელეგაციებს, მნიშვნელოვანია იქ პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში.  ჩვენი გეგმა რჩება ძალაში, მრავალპარტიული დელეგაცია  ჩავა უკრაინაში სათანადო დროს და ადგილზე. ახლა პრიორიტეტულია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა, რათა ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე, რაც შეიძლება მაღალ დონეზე შედგეს ეს კონტაქტი და მოგვარდეს პრობლემები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა