კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარტში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა-ეროვნული ბანკი

ნახვები: 511 მარტში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა-ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 67.52 მლნ ლარით, ანუ 0.16 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 43.32 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 281.95 მლნ ლარით, ანუ 1.34 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 214.43 მლნ ლარით, ანუ 0.97 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.24 პროცენტით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.70 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.81პროცენტით ნაკლებია.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტის განმავლობაში 0.80 პროცენტით, ანუ 174.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.16 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.36 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა