ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს-კელი დეგნანი

ნახვები: 585 მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს-კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს „სერიოზულად მიუდგეს და ყურადღებით განიხილოს“.

ამასთან, როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, აშშ მოუწოდებს ასევე მთავრობას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა კვალიფიციური პროფესიონალი ექიმებისგან.

„მესმის გაზრდილი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უმკურნალონ კვალიფიციურმა პროფესიონალმა ექიმებმა. ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება და ის, რისკენაც ჩვენ ასევე მოვუწოდებთ. მე ვიხილე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ისინი უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებას, რომელთაგან ნაწილზე, მათი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებს, ყურადღებით განიხილონ ეს რეკომენდაციები. სახალხო დამცველის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატი. ასე რომ, სწორედ ამ ოფისმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა