საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს

09.05.2022 ნახვები: 662

ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს, – ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აზოვსტალში არსებული ვითარების შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები განუწყვეტელი თავდასხმის ქვეშ არიან და იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ცეცხლის შეწყვეტასა და მებრძოლების გამოყვანაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ.

პალამარი დაღუპულთა ოდენობას არ ასახელებს, თუმცა მისი თქმით, დაჭრილთა რიცხვი 600-ს აღემატება, არასათანადო პირობების, არასაკმარისი ანტიბიოტიკებისა და ამპუტაციის ჩატარების შესაძლებლობის არ არსებობის გამო, იღუპებიან.

„დაღუპულთა ოდენობას არ ვიტყვი. საუბარია ასობით უკრაინელ სამხედროზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, თუმცა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების. ცინიკურია, რომ დაპირებას გვაძლევენ, ბიჭებო, გაძელით მარტის შუა რიცხვებამდე და მერე დახმარება იქნება, მაგრამ არაფერი. გაძელით აპრილამდე და ისევ არაფერი“, – აღნიშნავს პალამარი.

მისი თქმით, „წუხს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს“.

„ორი დღის წინ, სამი ჩვენი სამხედრო „აზოვსტალიდან“ სამშვიდობოების გასაყვანად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დროს მოკლეს. მანქანას, რომლითაც ისინი უნდა გაეყვანათ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ესროლეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი. კიდევ ორი სამხედრო ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შემდეგ ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმი მაოცებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. „აზოვსტალში არ მოსულა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ერთი პოლიტიკოსი. არც სპეცტექნიკა“, – განაცხადა პალამარმა.

პალამარის თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე ნანგრევებში ასობით დაღუპულია, როგორც უკრაინელების, ასევე რუსების მხრიდან, რომელთა ცხედრების გადასვენებისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასევე მისივე განცხადებით, საჭიროა, მიწისქვეშ, თავშესაფარში მყოფი დაშავებულების გაყვანა, რის შემდეგაც მესამე ქვეყნის ჩართულობით უნდა მოხდეს ტერიტორიიდან გარნიზონის გაყვანა.

„ახლა საჭიროა ცეცხლის რეალური შეწყვეტა, აქედან დაშავებულების გაყვანა. შემდეგ კი ექსტრაქცია, გარნიზონის გაყვანა ან მესამე ქვეყნის, ან უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა პალამარმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა