ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 663 როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ-ირაკლი ღარიბაშვილი

როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება გადაიყვანეთ საზღვარგარეთ, რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია, თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას.

„ეს თემა იმდენად დახურულია, იმდენად აბსურდულია, რომ ძალიან მიჭირს, რაღაც სერიოზული კომენტარი გავაკეთო. როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება გადაიყვანეთ საზღვარგარეთ. რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ანტიდასავლურია ყველა ის პოლიტიკა, ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის მთავრობამ. იცით რატომ?! ყველაფერი რაც ხდებოდა, იყო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიჰუმანური. უნდა გაიგო კარგად, უნდა დააფასო, დააფასო ის, რომ დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია. დღეს ქვეყანაში თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „საჯარო მოხელეების მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ლანძღვა დემოკრატიაში შედის თუ არა“, პრემიერმა განაცხადა: „მთავარი, რაც უნდა გითხრათ და ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, არის შემდეგი. ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და ასევე იძულებული უნდა გავხდეთ ყველა, რომ ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და მის გამთლიანებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა