კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მსოფლიო უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის უნდა მოემზადოს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნახვები: 511 მსოფლიო უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის უნდა მოემზადოს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საერთაშორისო ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის და მისი გრძელვადიანი შედეგების განხილვისთვის უნდა მოემზადონ. ამის შესახებ ლე დრიანმა G7-ის სამიტზე განაცხადა.

"ჩვენ ახლა უნდა გავუმკლავდეთ კონფლიქტს, რომელიც გაგრძელდება და შესაბამისად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავუმკლავდეთ ამ კონფლიქტის შედეგებს საერთაშორისო დონეზე და განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების სფეროში,” - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლე დრიანის თქმით, საერთაშორისო საუბრები სურსათის ფასების ზრდაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, რადგან ორგანიზაციები უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ სასურსათო კრიზისზე საუბრობენ.

"G7-ის ქვეყნები ომში არ არიან ჩართული, მაგრამ ამ ომში არის აგრესორი და მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, ვისაც თავს დაესხნენ,” - თქვა ლე დრიანმა.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ ვაისენჰაუსში მიმდინარეობს. დიდი შვიდეულის 3-დღიან სამიტს უკრაინა და მოლდოვაც ესწრება, საქართველო კი არ მიუწვევიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა