გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

მირჩა ჯოანა - ალიანსისთვის ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანია, საქართველო წარმოადგენს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს

ნახვები: 480 მირჩა ჯოანა - ალიანსისთვის ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანია, საქართველო წარმოადგენს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას განცხადებით, ღია კარის პოლიტიკა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველო ალიანსისთვის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს წარმოადგენს.

ამასთან, მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო მუდმივად მიესალმება ქვეყნების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა.

„როგორც აღვნიშნე, ნატო მუდმივად მიესალმება ერების უფლებას ევროპაში და მთელ მსოფლიოში, აირჩიონ საკუთარი გზა, ეს არავის ვეტოს დადების საგანი არ არის, ეს არის მხოლოდ ამ ქვეყნის და იმ ორგანიზაციის განხილვის საგანი, სადაც გაწევრიანება სურს. საქართველო წარმოადგენს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს ჩვენთვის, მაათთან ვმუშაობთ წლების განმავლობაში და როგორც ვიცი, საქართველოს ხელმძღვანელობა მოწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე. ღია კარის პოლიტიკა რჩება მნიშვნელოვანი ნატო-სთვის და შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, შავი ზღვა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ შავი ზღვის ბლოკირებას, რუსეთი ცდილობს უკრაინის ეკონომიკის დათრგუნვას და ქმნის საკვების უსაფრთხოების პრობლემებს მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ასევე, მოლდოვას რესპუბლიკა, ბოსნია ჰერცეგოვინა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ასე რომ, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი ეძებენ გზებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ საქართველოს პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ ბერლინში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა